15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსული კანონი საქართველოში არასდროს დაინიცირებულა, "ნაცმოძრაობაზე" თავს ვერ დავდებ - ირაკლი კობახიძე

"მე პირველ რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასდროს დაინიცირებულა ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. "ნაცმოძრაობაზე" თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები," - ამის შესახებ "ქართული ოცნების"“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აძლევს თუ არა გარანტიას რომ რუსული კანონი საქართველოში აღარ დაინიცირდება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დღის წესრიგიდან მოხსნილია. მისივე თქმით, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირობა, რომელიც მიცემულია საზოგადოებისთვის.

"რაც შეეხება კონკრეტულად კანონს, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს ეს ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს, სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ ენჯეოებს, ვინც აპროტესტებდა ამას, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის ინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს საკითხი აღარ განიხილება ჩვენს მიერ. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ პირველ რიგში ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია არ გადაიხედება. დანარჩენი ტექნიკური საკითხებია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები