პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც აქციაზე იყვნენ, მადლობას უხდის.
ირაკლი კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ყველა სპეცსაშუალება გამოყენებული იყო კანონის შესაბამისად.
"რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო. წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება გამოყენებული იქნა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, კანონის შესაბამისად და თქვენ ნახეთ, როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ ისინი აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას, რომელიც უმძიმესი იყო. სამართალდამცავებს ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ათეულობით მათგანს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებლები არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ და დავალებებს იძლეოდნენ. ამის აღმსრულებლებსაც ბუნებრივია ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.