15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ბავშვების და ახალგაზრდების ენერგიას, რათა ეს ენერგია მიემართათ აგრესიისკენ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ დასაგმობია. 

"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ბავშვების და ახალგაზრდების ენერგიას, რათა ეს ენერგია მიემართათ აგრესიისკენ. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი გუშინ, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოუწოდა ახალგაზრდებს პარლამენტის პიკეტირებისკენ, რისი შედეგიც, ჩვენ ვნახეთ, გადაიზარდა ძალადობაში პოლიციელების წინააღმდეგ და ასევე შენობის დაზიანებაში. 

ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და განსაკუთრებით, როდესაც ეს ძალადობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მე მიკვირს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და არასამთავრობოები როგორ ახერხებენ ამის მიმართ სიმპათიის გამოხატვას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები