რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მეტროსადგურში "თავისუფლება" გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რათა შეფერხდეს მგზავრთა გადაადგილება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოებაში პანიკის დათესვას.