პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი ჩავარდა. აღნიშნულ საკითხზე პირველი შეფასებები უკვე გააკეთეს პოლიტიკოსებმა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც აქციაზე იდგა. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში ბევრი პრობლემაა.
"მინდა, რომ ახალგაზრდებს და ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყოს დღეს ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მათი გამარჯვება და იმის ნიშანი, რომ არასდროს საქართველო აღარ მობრუნდება რუსეთის ორბიტაზე და ეს ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა, ღიად და გასაგებად უთხრა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას.
ჩვენ დიდი გამარჯვება მოსაპოვებელი გვაქვს და ეს გამარჯვება ერთიანობით, საქართველოს ევროკავშირში შესვლა და, რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ხატია დეკანოიძე.
მმართველი გუნდი კი თვლის, რომ უმრავლესობამ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედა და ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრინციპული გადაწყვეტილება იყო.