15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
მერაბიშვილი სააკაშვილის გათავისუფლებას აანონსებს - “არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა "პოლიცის კორდონი", პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან“

„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა. 

მისი ტქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს.

"უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

კითხვაზე: „ხომ არ მოგსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, მერაბიშვილი პასუხობს:

„თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველადი ამოცანა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება“,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ აქვს გეგმა და ეს გეგმა არის საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს გეგმებს იმ ადამიანებთან, რომელთა ინტერესებს ეხება ეს კანონი. ჩვენ გვაქვს გეგმა. ჩვენი გეგმაა საქართველოს გათავისუფლება ივანიშვილისგან და დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, გავხდეთ უკრაინის მეგობარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება პუტინზე, რადგან პუტინის დასასრული არის რუსეთის გათავისუფლება, უკრაინის გათავისუფლება, საქართველოს გათავისუფლება, ბელარუსის გათავისუფლება და ასე შემდეგ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის განმავლობაში პუტინის პრობლემა გადაიჭრება, მე ოპტიმისტს მიწოდებენ, თუმცა დამიჯერეთ, პუტინი ვერ გაუძლებს ამდენს, რა საზოგადოებრივი განწყობაც არ უნდა იყოს რუსეთში“",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დღის ამბები