15 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
"საქართველო დგას დღეს ისტორიის სწორ მხარეს, ერთ პატარა წარუსებაზე ქართველი ხალხი დადგება პარლამენტთან" - აქციის მონაწილეები მსვლელობით "თავისუფლების მოედნისკენ" მიდიან

აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოდენისკენ მიემართებიან. მანამდე აქციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლები ჰქონდათ. თქვეს, რომ კანონის გაწვევით მიზანს მიაღწიეს და 12 პუნქტის შესრულებას ისევ გააკონტროლებენ.

"პატარა რუსულ ნაბიჯზე, ერთ პატარა წარუსებაზე ქართველი ხალხი დადგება პარლამენტთან. საქართველო დგას დღეს ისტორიის სწორ მხარეს," - განაცხადა აქციის მონაწილემ, არჩილ ჩაჩანიძემ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლა უნდოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, თუმცა მას სტუდენტებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც მათ აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ. "დავიღალეთ, პოლიტიკოსებით," - თქვეს მათ.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები