საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, არის ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი მზადდება სწორედ იმისათვის, რომ საქართველში პოლიტიკური პროცესების განვითარებას, როგორმე ხელი შეუშალონ.
"გაწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის განვითარდა, არამედ საზოგადოებაში შექმნა საკმაოდ დაძაბული ვითარება. როდესაც ერთნი ამბობენ, რომ გაწვევა არ იყო სწორი, ვინაიდან გამჭვირვალობაში ცუდი არაფერია. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საზოგადოებში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას რასაც დემოკრატიული, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი-კრივით.
არის ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, მზადდება სწორედ იმისათვის, რომ ამ პოლიტიკური პროცესების განვითარებას, როგორმე ხელი შეუშალონ- ამაში მოიაზრება ის პოლიტიკური გუნდი, იმათი აქტივობა, რომელსაც ახლა ხაბეიშვილი უდგას სათავეში და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მომხრეების გარკვეული ჯგუფი უკრაინიდან ჩამოვიდნენ, ესენი არიან მებრძოლები, რომლებიც ამ, ახალგაზრდული ენერგიის გამოყენებით შეეცდებიან, რომ ეს რევოლუციური პროცესი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი.