15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
პროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო არა იმიტომ, რომ შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ინტერესს, არამედ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით საზოგადოებამდე მისი სწორად მიტანა - კახიანი

"ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილებების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიზანი დაძაბულობის თავიდან არიდება იყო, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობის შენარჩუნება მომხდარიყო.

"ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რეზონანსი მოყვება ამას საზოგადოების მხრიდან, ბუნებრივია შეცდომა იყო ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება, თუმცა არა იმიტომ რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის იმის მიტანა თუ რას ემსახურებოდა ეს კანონი. ამავე დროს დეზინფორმაციამ თავისი გააკეთა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დღის ამბები