15 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, "შავი ზღვის პლატფორმის", საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, "შავი ზღვის პლატფორმის", საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

საპატიო საბჭოს შეხვედრას ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები, კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები ესწრებიან.

"შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაართულა საზღვაო მოძრაობა შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის გადაზიდვის ჩათვლით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით. ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, რომ შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.



დღის ამბები