საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
"ჩვენი პარტია იყო პროტესტების ავანგარდში, რადგან ჩვენს პარტიას აქვს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზაციის დიდი რესურსი. წამოვაყენებთ პირობას, რომ აუცილებლად გაუქმდეს ეს კანონი. დარწმუნებული ვარ, პროტესტი ამით არ დასრულდება. მთავრობა დათმობებზე არ წავა. დარწმუნებული ვარ, რადგან ივანიშვილი სწავლობს პუტინისგან, ხოლო პუტინი არასდროს მიდის დათმობებზე საზოგადოებრივი აზრის წინაშე. რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას საქართველოში, რომელსაც ექნება უცხო აგენტის სტატუსი? ჩვენთან პირიქით, მოდურია დასავლეთთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენთან მოდაშია იყო ევროპელი და არა არის მოდური იყო რუსი. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა.
ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა "პოლიცის კორდონი", პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი "გარღვევა" არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს - არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში".