15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
პროცესმა აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ხათუნა სამნიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნამ აჩვენა, რომ ევროპული არჩევნის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა. 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელია ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული ქმედებები. 

"პროცესმა აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ევროპული არჩევნის წინააღმდეგ ვერცერთი ხელისუფლება ვერ წავა. იმიტომ, რომ აქ ყველაზე მტკიცე და მწვავე არის საზოგადოების რეაქცია. ეს გაკვეთილი ყველასთვის, არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის.

ჩვენც ოპოზიციამ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპულ არჩევანში ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე თანმიმდევრული და ყველაზე ძლიერი ნაბიჯებით უნდა წავიდეთ წინ. ამიტომ, 12 პუნქტის შესრულებაზე, ოპოზიციამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები