საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა არის ხალხის და დასავლელი პარტნიორების დამსახურება.
"მთელი ეს ბრძოლა და გამარჯვება არის ქართველი ხალხის დამსახურება. ჩვენი სტრატეგიული და ევროპელი პარტნიორების დამსახურება, რადგან მათი პარტნიორობა ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის შესრულებისთვის. წინ ევროპისკენ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.