ტექნიკური ხარვეზის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მასთან დასაკავშირებელ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს.
როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად
"ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375.
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის," - აღნიშნულია ინფორმაციაში.