15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
კანონის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით-გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“

"კანონის გაწვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარია რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც, საზოგადოებაშიც ზოგადად, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, გაწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს აქცენტი, განვითარდა, არამედ საზოგადოებაში შეიქმნა საკმაოდ დაძაბული ვითარება.

როდესაც ერთნი ამბობდნენ, რომ გაწვევა არ იყო სწორი, ვინაიდან გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არის, იქ რუსული თემა შემოვიდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.

დღის ამბები