15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
იყო აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდანაც მართულნი, რომლებიც ცდილობდნენ, აქცია გამოეყენებინათ რადიკალური მოქმედებებისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს მმართველ გუნდში აფასებენ. ოცნებაში აცხადებენ, რომ პროტესტი გამოყენებულია პროვოკაციისთვის და მერაბიშვილის ინტერვიუ ამის აღიარებითი ჩვენებაა.

მათივე თქმით, ჩანდა, რომ გარკვეული ჯგუფი იყო პოლიტიკოსების მხრიდან მართული, რომელიც ცდილობდა აქცია გამოეყენებინა რადიკალური მოქმედებებისთვის. მათი მიზანი პროცესების გამწვავება და მძიმე სცენარის მიღება იყო.

"იყო აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდანაც მართულნი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ეს აქცია გამოეყენებინათ სწორედ რადიკალური მოქმედებებისთვის, პარლამენტზე თავდასხმისათვის, სიტუაციის უკიდურესად გამწვავებისათვის, რათა მათ ის მძიმე სცენარი რასაც "მაედნის" სცენარი ჰქვია გაეთამაშებინათ საქართველოში.

რა თქმა უნდა, არ მოერიდებოდნენ ყველა ტიპის პროვოკაციას, რათა ეს მიზანი მიღწეულიყო და მერაბიშვილის ინტერვიუ ადასტურებს, რომ მათი მიზანი სწორედ ეს იყო," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისილიოვის იუთუბ არხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა. 

კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი "თავისუფლება სააკაშვილს", მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.

დღის ამბები