15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია და საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა - ნინო წილოსანი ლომჯარიაზე

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიაზე წერს და მას მიხეილ სააკაშვილის მსახურს უწოდებს. 

გარდა ამისა, როგორც წილოსანი წერს, ნინო ლომჯარისგან მუქარის შემცველი სიტყვები მიიღო ამბობს, რომ ამის შემდეგ სააკშვილის, ახალაიას, ადეიშვილისა და მეგის ქარდავას მუქარებსაც უნდა ელოდონ.

"თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს…

მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა…

მეორეც, მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია.

აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს? ხელისუფლებაში რომ იყოს იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს…

პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკშვილის, ახალაიას, ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს.

კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული ნაცების მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!"- წერს ნინო წილოსანი. 

დღის ამბები