15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. შეხვედრის მონაწილეებმა მთავრობის ბოლო გადაწყვეტილება, დადებითად შეაფასეს. მათ ასევე რუსეთისადმი დაწესებული სანქციების საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა ოკუპანტმა ომის დაწყებისთვის, ეკონომიკური ფასი იგრძნოს.

შეხვედრას, ტვიტერის გვერდზე სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის, მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები