საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრას, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი გამოეხმაურა.
როგორც კირბიმ აღნიშნა, შეხვედრაზე საშუალება ჰქონდათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი განეხილათ. ჯონ კირბი აღნიშნავს იმასაც, რომ შტატები მოხარულია კანონმდებლობის გაწვევით და ახლა მეტი რეფორმებია საჭირო.