15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
როგორც პარტნიორები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს სასტიკი ომისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი ჯო ბაიდენს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრაზე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. ჯო ბაიდენმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვეს და აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

"ჩვენ კვლავ ვეხმარებით მამაც უკრაინელ ხალხს, უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების დახმარებას და ვაწესებთ ისტორიულ სანქციებს, რომლებიც პუტინს გაურთულებს ომის დაფინანსებას და ხელს შეუშლის ბრძოლაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერდით ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას," - განაცხადა ბაიდენმა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი, უკრაინის მტკიცე მხარდაჭრა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, როდესაც გვინდოდა, თავი დაგვეღწია რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. დაგვეხმარეთ მეტი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებით, დაგვეხმარეთ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ჩვენ, როგორც პარტნიორები, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს სასტიკი ომისთვის. მტკიცედ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს," - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

დღის ამბები