15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, იქაური ენჯეოშნიკები ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ - გიორგი იაკობაშვილი

კანადის მთავრობის ინიციატივას, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციის მიზნით სარეგისტრაციო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოშიც ეხმაურებიან. თემაზე საუბრობს For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილიც, რომლის განცხადებით, მსგავსი კანონი დიდი ხანია მოქმედებს აშშ-იც, ევროკავშირი და კანადა კი მის შემოღებას ახლა განიხილავენ.

"ეს ნიუსი გულზე მალამოდ დაედებათ ლევან ხაბეიშვილს, თეა თუთბერიძეს და "დინამო თბილისის" ადმინისტრაციას: კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს. იქაური ენჯეოშნიკები ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ. არ გახდიან და... ჯარიმა და პატიმრობა ზედ აქვთ, ანუ, როგორც აფროაფრიკელთა ბელადი იტყოდა - მაკუმბა!!! ხოლო როგორც იტყოდა ენდოკრინოლოგი ხაჩიკიანი- ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა. ახლა ის დროა, პაატა ბურჭულაძე და ელენე ხოშტარია სადმე ტორონტოში ან მონრეალში დარბოდნენ და ჩხაოდნენ: "არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!" ჩვენ კიდევ... ჩვენ სად ვეტენებით - რა ნატო, რის ევროკავშირი... ამერიკა მაგ კანონით ცხოვრობს, ევროპა და კანადა ეგეთი კანონის მიღებას აპირებენ... ან ჩვენც მივიღოთ ეგ კანონი და ანაც ამაზონის ტყეების ველურ ტომებს შევეკრათ, როგორც მიერთებული ტრიტორია. იმათ არც რუსული კანონი იციან და არც ჩრდილოკორეული კონსტიტიტუცია, ჩვენ კი ის ვიცით, რომ ხვალ-ზეგ კორუფციისთვის ან კუბილიუსს დაიჭერენ და ან ანა ფოტიგას. ჰოდა, გეკითხებით: გვინდა ჩვენ რუსული კანონებით მცხოვრები ნატო და კორუფციით გამოხრული ევროკავშირი? ეჰ, რა მაცინებს, რა..." - წერს იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები