15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ის არასწორი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც წვევამდელები სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში გადიან, აღარ იქნება - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ის არასწორი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, წვევამდელები სავალდებულო სამსახურს სხვადასხვა უწყებაში გადიან, აღარ იქნება. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას წარმოადგენს.

"დღეს ის არასწორი პრაქტიკა, რაც გვაქვს, რომ წვევამდელები გადიან სავალდებულო სამსახურს, ეს აღარ იქნება და რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც წარმოადგენს ქვეყნისთვის მომზადებული რეზერვის შექმნას. დავუტოვეთ ჩვენს სტუდენტებს იმის საშუალებაც, რომ სწავლის პერიოდში, მოქნილი საშუალებით, წელიწადში 1 თვით გაიარონ სამხედრო სამსახური. მეტიც, უმაღლესი განათლების პერიოდში თუ არ ისარგებლა იმ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ასევე ვთავაზობთ კიდევ უფრო მოქნილ პროგრამას, რომლითაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ისარგებლოს. ჩვენ კი არ დავიხიეთ უკან, შევქმენით ისეთი პირობები, რომ ვფიქრობთ გაცილებით მეტი მოთხოვნა გვექნება ჩვენ სტუდენტების მხრიდან," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

დღის ამბები