ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობას გაეცნო.
ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. მიმდინარეობს ფასადისა და ეზოს მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას 2023 წელს შეძლებს.