15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
თუ ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო დიდ კონფლიქტში იქნება რუსეთთან- უკრაინელი ჟურნალისტი

საქართველოში მეორე ფრონტის საჭიროებაზე და მის შესაძლო წამოწყებაზე ამჯერად უკრაინელი პროპაგანდისტი, ზელენსკის და სამთავრობო გუნდის მხარდამჭერი სავიკ შუსტერი საუბრობს.

გადაცემაში "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი, სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის ცოლი, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს, საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა. აცხადებს შუსტერი. პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია დიდი კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა სამხედრო დაპირისპირებისთვის საქართველოს ძალები არ ეყოფა.

"არ მგონია, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას. არ მგონია, რომ სამხედრო, ფიზიკური თვალსაზრისით მათ ეს შეუძლიათ. 2008 წელს საქართველოს ჯარი არ იყო ცუდად შეიარაღებული, მაგრამ ვერ მოახერხა წინააღმდეგობა გაეწია ბარბაროსებისთვის. თუმცა მათ მაშინ არ ჩაუდენიათ ისეთი საშინელი დანაშაულები როგორც უკრაინაში (ბევრს ვერაფერს ვიტყვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე).

არ მგონია, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით. საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია, სააკაშვილის პარტია გაიმარჯვებს. მაშინ ძალიან დიდ კონფლიქტში იქნება რუსეთთან, მაგრამ არა სამხედრო, ამაზე მათ ძალები არ ეყოფათ,"-აცხადებს სავიკ შუსტერი.

დღის ამბები