15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთი გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე დაიწყო - ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე დაიწყო.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე დაიწყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც 2017 წელს, წარმოადგინა მასალები და საკუთარი პოზიცია",- წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

დღის ამბები