"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, წესებს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ადგენს და ამიტომ მათი რეკომენდაციების, მოთხოვნების და წუხილების დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესია.
ხაბეიშვილის განმარტებით, ხვალ, მათი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც ოფიციალური შეხვედრებს გამართავენ.
"წესებს ადგენენ ის ოჯახის წევრები, ის 27 ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მათი რეკომენდაციების, მათი მოთხოვნების და მათი წუხილების დაკმაყოფილება. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საფრანგეთის პრეზიდენტის ღია გზავნილი საქართველოს რუსული ხელისუფლებისთვის. ასევე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ უკვე ჩვენი წარმომადგენლობა პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით წავლენ სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.