15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა გამიზნული იყო, სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონიტის გახსნისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის ავადმყოფობის საკითხი სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, აღნიშნული საკითხი მხოლოდ საბაბია, რათა სააკაშვილი დახსნილი იქნას კანონიერი სასჯელისაგან.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა გამიზნული იყო სწორედ იმ გეგმისთვის, რაც ბატონმა შუსტერმა თავის ეთერში განაცხადა, რომ სანამ არ იქნება სააკაშვილი ხელისუფლებაში, მანამდე საქართველო ომს რუსეთის წინააღმდეგ არ დაიწყებს. გამომდინარე აქედან, ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება. მისი ე.წ. ავადმყოფობის თემა არის ჩვეულებრივი ფეიკი იმისათვის, რომ ამ საბაბით ის იქნას დახსნილი კანონიერი სასჯელისაგან,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები