15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - ირაკლი ქადაგიშვილი

ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მშვიდობასა და საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხთან, - ასე შეაფასა ვანო მერაბიშვილის განცხადებები "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

"ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს მშვიდობასა და საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხთან. მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. მათ მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გარე მხარდაჭერას ისინი უმტკიცებენ, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ შევებრძოლებით რუსეთს და ამით მათ უნდათ, მოკავშირე და მხარდამჭერი ნახონ გარედან. მაგრამ, ვიმეორებ, რომ მათი მიზანი არა რის მშვიდობა და საქართველოს, როგორც მშვიდობიანი და განვითარებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სვლა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები