15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ვხედავთ, რომ უკრაინის პროპაგანდის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვაზე პირდაპირი განცხადებები ისმის - ირაკლი ქადაგიშვილი

ვხედავთ, რომ უკრაინის პროპაგანდის მხრიდან პირდაპირი განცხადებები ისმის საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინელი ჟურნალისტის სავიკ შუსტერის განცხადებას.


ქადაგიშვილის თქმით, რუსეთთან ომი, საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.


"ვხედავთ, რომ უკრაინის პროპაგანდის მხრიდან პირდაპირი განცხადებები ისმის. ჩვენ სამწუხაროდ ბევრჯერ გვინახავს უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, პირდაპირი თუ მინიშნებითი განცხადებები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით და დღეს ამ თოქ-შოუს წამყვანმა შუსტერმაც, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა ძალიან დიდი პერიოდი, პირდაპირ განაცხადა ის რასაც არ აკეთებს საქართველო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ომი საქართველოსათვის არის საბოლოოდ დამანგრეველი და გაცილებით უფრო დამანგრეველი თავისი შინაარსით და შედეგებით, ვიდრე ეს დამანგრეველი ომი მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. აქედან გამომდინარე მათ აქვთ იმედი ისევ სააკაშვილისა, რადგან იციან რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე საქართველოს თავს დაატეხა საკუთარი დაუფიქრებელი პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები