15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ჩვენი აქციების ისტორიას თუ გავიხსენებთ, პირველად ვხედავ, რომ საქართველოში იყენებენ მოლოტივის კოქტეილს და მგონი ამას უნდა ჩაუფიქრდეს ჩვენი საზოგადოება - შალვა პაპუაშვილი

12-რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი, რომელმაც საქართველო ევროპულ ოჯახში უნდა შეიყვანოს გრძელდება. როგორ ასრულებს საქართველო დავალებას და რა ნაბიჯები იდგმება, იმისთვის, რომ ქვეყანა დასახულ მიზნამდე მივიდე. "კურიერი P.S." პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა.

იყო თუ არა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ევროპული გზიდან გადახვევა- შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია გაცხადებულია და უცვლელია ქვეყნის ევროპული სწრაფვაც, ის კი რაც სადაო კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდა, ოპოზიციის მიერ ინფორმაციის არასწორი გავრცელების შედეგია, როგორც პაპუაშვილი ამბობს. 

"ისე, რომ კანონი ჯერ არც კი იყო დაწერილი და ფურცელზე გადატანილი, ოპოზიციამ დაბრენდა ის, როგორც რუსული კანონი. მთელი ეს პერიოდი, როდესაც იყო დისკუსია, თუნდაც საკომიტეტო, თუ პლენარულ სხდომაზე განხილვა, შინაარსში საერთოდ არავინ არ შედიოდა.

იყო ერთი გამოგონებული ლოზუნგი „რუსული კანონი,“ რომელიც იყო შემდეგ უკვე გაძლიერებული განცხადებებით, შიგნიდან და გარედან. ამის იქეთ იყო სრული კედელი, არანაირი დისკუსია, მსჯელობა არ იყო შესაძლებელი. ამიტომ, თავისთავად შინაარსობრივი განხილვა შეუძლებელი გახდა. შესაბამისად ამან იმოქმედა ემოციებზე. გამომდინარე აქედან იყო ის ემოციური დამოკიდებულება, რომელიც ქონდათ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქციას ორი დღის განმავლობაში იზრდებოდა ძალადობრივ აქციად, ნახეთ, რომ პარლამენტის შენობაზე იყო დაზიანებები მიყენებული, მათ შრის გაჩნდა ხანძარი მოლოტოვის კოქტეილისგან. ჩვენი აქციების ისტორიას თუ გავიხსენებთ, პირველად ვხედავ, რომ საქართველოში იყენებენ მოლოტივის კოქტეილს და მგონი ამას უნდა ჩაუფიქრდეს ჩვენი საზოგადოება. ეს ემოციები მნიშვნელოვანია, რომ ჩაცხრეს და გამომდინარე აქედან იყო მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება, არცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ ღირს არცერთ კანონად,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები