15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვაც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე აღმოჩნდა - კიევში ფიქრობენ, რომ მოსკოვი საბაბს ეძებს კიშინიოვზე თავდასხმისთვის

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე მოლდოვაც აღმოჩნდა. კიევში ფიქრობენ, რომ მოსკოვი საბაბს ეძებს კიშინიოვზე თავდასხმისთვის. რამდენჯერმე ვიხილეთ პროვოკაციული ქმედებაც, რომელიც სავარაუდოდ სწორედ კრემლიდან იყო მართული.

რუსეთს ბოლო რამდენიმე ათწლეულია მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში საკუთარი ჯარი ჰყავს. მოლდოვა ამ რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას უშედეგოდ მოითხოვს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის გეგმა ასეთია - მოლდოვაში უნდა მოხდეს დესტაბილიზაცია, ხელისუფლება შეიცვალოს პრორუსული მთავრობით, შეჩერდეს ევროპული ინტეგრაცია და უკრაინის წინააღმდეგ ჩაებას ომში. 11 მარტს სკანდალური სტატია გაავრცელა სიენენმა. თეთრი სახლის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავენ და ამ ფორმით ხელისუფლების დამხობას აპირებენ.

 

დღის ამბები