15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო-ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წლის შემდეგ ყოველ დღე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც გვიწევდა ამ ნარატივის, სიცრუისა და სიყალბის გაფანტვა, თითქოს ეს არის პრორუსული მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი ოლიგარქი და ა.შ. თუ ამ „პრორუსმა ოლიგარქმა“ ამდენი მაგარი საქმე გაგიკეთა, ქვეყანა ააშენა, 3 მილიარდი დაახარჯა, შემდეგ ქვეყანას მოუტანა რეალური ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, და უკვე შარშან, მადლობა ყველას და გუნდს, მე მხვდა წილად ბედნიერება, მომეწერა ხელი ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ქვეყანას პერსპექტივა კი არ ექნებოდა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საერთოდ არსებობას შეწყვეტდა.

"გახსოვთ, სააკაშვილი პირდაპირ ისწრაფვოდა გრძელვადიანი მმართველობისკენ. ათასი იდეა ჰქონდა, ხან სინგაპურიზაცია უნდოდა, დღითიდღე გვაშორებდა ევროპას. მე არ მახსოვს მაშინ ამ ადამიანების პროტესტი, საერთოდ ესმოდათ ევროპული იდეის მნიშვნელობა? არც ერთი ადამიანი არ იყო, რატომ?, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავად საუბრობს ფაქტებით, რა გააკეთა ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსხვავებით „ნაცმოძრაობისგან“.

„გვარამია, რომელიც დღეს წარმოჩენილია მედიამენეჯერად, იყო პროკურორი, რომელმაც თქვენი ტელევიზიამ „იმედი“ წაგართვათ. ამიტომ, ჩვენო მეგობრებო, თანამოქალაქენო, ნაკლები ემოციები გვჭირდება დღეს. ძალიან რთული დროა, მგონი, კიდევ ვერ ვხვდებით, სად ვართ, კიდევ ვერ ხვდებიან ადამიანები, სად არიან. შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, 20 პროცენტი არის უკვე ოკუპირებული, 20 პროცენტი. ამბობენ, რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე ზარალი აქვს მიყენებული უკრაინას. უკრაინის GDP რამდენია – 200 მლრდ იყო. 800 მლრდ სულ მცირე უკვე არის ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. 20 მლნ უკრაინის მოქალაქე არის მიგრაციაში. ეს ტრაგედიაა, საშინელება ხდება უკრაინაში.

ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

ჩვენ ვეუბნებით მათ, ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს, გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ „ოცნებას“ არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის“, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე.

არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, სამი წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ, ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, შეიქმნა ეს მითი, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა, რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები