დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეები ბრიტანეთში დაინიცირებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციას შეეხება.
საელჩოსთან მისულები აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერების ფოტოებით იყვნენ წარმოდგენილები.
"ბრიტანეთს არ გაგარუსებინებთ!", "ბრიტანეთი არასდროს გახდება რუსეთის უკანა ეზო!" - სკანდირებდნენ ისინი.