15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
იონათამიშვილი - „ოცნების“ მომხრე არცერთ მასწავლებელს არასდროს უკადრებია, მისთვის ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში, ბოლოდროინდელი მოვლენების პარალელურად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირებულ ბულინგის ფაქტებს აფასებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებმა და ლექტორებმა პოლიტიკური შეხედულება არ უნდა შეიმჩნიონ მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა მასწავლებლებმა მშობლების პოლიტიკური შეხედულების თუ საქმიანობის გამო, მოსწავლეები დააბულინგეს.

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ამ თემაზე, 2023 წელსაც თუ მოუწევდა ვინმეს საუბარი.
მასწავლებელი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, ამას არ უნდა იმჩნევდეს მოსწავლესთან, ლექტორი - სტუდენტთან.

"ქართული ოცნების" მომხრე არც ერთ მასწავლებელს არასდროს უკადრებია მისთვის ყველაზე მიუღებელი რომელიმე პოლიტიკოსის, თუ აქტივისტის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია. ასეთი ფაქტი ვერავის გაახსენდება…

მაგრამ, თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთი, რომელსაც არათუ განწყობის შემჩნევა, არამედ შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო.

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა!!!

მეტიც, ასეთ “მასწავლებელს” თურმე, შეუძლია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს “მოღალატეების” სია იმის მიუხედავად, რომ მის მიერ, საუკუნის აფიორის საფუძველზე, მოღალატედ შერაცხული ადამიანის შვილს - თავად ასწავლის!!!

წიგნების დაწვით ერთი-ერთში იმეორებენ ფაშისტების ნამოქმედარს;

პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნის მცდელობით ერთი-ერთში იმეორებენ ბოლშევიკების ხელწერას;

ოპონენტების საზოგადოებიდან გარიყვის მცდელობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ბოლომდე შიშვლდებიან, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფაშისტები.

თუმცა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ასეთი მიდგომა, ფაშიზმის სულ სხვა “ლეველს” ნიშნავს და მათი ფსევდოლიბერალი ლიდერების ბოლოდროინდელი პოზიციიდან მომდინარეობს…“ - წერს "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები