15 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
სიმონ მასხარაშვილი - "დღეს საქართველოს დიდგორი მშვიდობის შენარჩუნებაა!"

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"დღეს საქართველოს დიდგორი მშვიდობის შენარჩუნებაა! სანამ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, როგორც საგარეო ომში ჩართვა, ასევე შიდა არეულობა დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო მშვიდობის შენარჩუნება ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენას და გამარჯვებას ნიშნავს! შესაბამისად, ის ვინც დღეს ხელისუფლების დამხობის, რევოლუციისა და საქართველოს ომში ჩათრევის მსურველია, ის ჩემთვის საქართველოს მტერია!!!" - წერს სიმონ მასხარაშვილი.

დღის ამბები