პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამი პირის მიმართ.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში.
ბრალდებულებმა ეს თანხები, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები. იყიდეს ძვირადღირებული ავტომობილები. რა გზითაც დაახლოებით 647 ათასი ლარის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.