26 აგვისტო 2026,   01:21
ვრცლად
ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, თუმცა მოიმატა რინოვირუსმა - ივანე ჩხაიძე

პირველი მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი, მოიმატა რინოვირუსმა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.

დღის ამბები