15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
კახა კალაძე: ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა პროტესტის მონაწილე ნეიტრალური ახალგაზრდები ცდილობდნენ მათ გამიჯნოდნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა. თუმცა, კახა კალაძის თქმით, აქციაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრიბუნასთან არ მიუშვეს, რითაც ახალგაზრდებს ჰქონდათ მცდელობა, გამოყენებულები არ ყოფილიყვნენ.

"რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ - საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით რას წარმოადგენენ ისინი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირ კავშირში არაა და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.

ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ იმის მცდელობა, ისინი არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ნეიტრალურები არიან და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, თუმცა, იქ ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ და სხვა პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები