15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
გახდება თუ არა ნინო ლომჯარია "ლელოს" წევრი - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ყოფილ ომბუდსმენთან კონსულტაციებს უკვე აწარმოებს

გახდება თუ არა ნინო ლომჯარია "ლელოს" წევრი- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ყოფილ სახალხო დამცველთან კონსულტაციებს უკვე აწარმოებს.

ინფორმაციას უარყოფენ "ლელოში" და აცხადებენ, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობაც არ ყოფილა. თავად ნინო ლომჯარიას სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა "კურიერთან" მიმოწერაში მამუკა ხაზარაძესთან საჯარო სივრცეში შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს, რომ არცერთ პარტიასთან არ თანამშრომლობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის წამოჭრა ხელისუფლების მხრიდან არის ყურადღების გადატანის მცდელობა.

"ასეთი საუბრები ალბათ ბევრი იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებაში გააჩინონ დაბნეულობა და სხვა მიმართულებით გადაატანინონ აქცენტები. მგონი სხვა რამეზე ვართ ახლა "ლელოშიც" და ლელოს გარეთაც კონცენტრირებული. კერძოდ იმაზე, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს დიდი ბრძოლა,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები