ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში მომავალ კვირას ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს რუსეთში სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება. როგორც ირკვევა, ჩინეთის ლიდერი რუსეთში ჩასვლას მოსალოდნელზე ადრე გეგმავს. გასული თვეს, შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს.