19 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
უკრანაში ომის 384-ე დღეს სტრატეგიული ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება - ბახმუტის მიმართულებით უკრაინელებმა რუსული იერიშები ოთხ დასახლებაში მოიგერიეს

უკრაინაში უკვე 384-ე დღეა ომი მიმდინარეობს - რუსული შეტევის შედეგად ზაპოროჟიას ოლქში დაიჭრა ქალი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ასევე დაიბომბა დონეცკის ოლქის ორი ქალაქი. დაიღუპა 1 და დაიჭრა 5 ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ბახმუტშიც, ამ მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა რუსული იერიშები ოთხ დასახლებაში მოიგერიეს. სტრატეგიული ქალაქისთვის ბრძოლა ისევ გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვისთვის დამატებით 13.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

 

დღის ამბები