15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
"კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან, რუსთაველის გავლით, მსვლელობით მივიდნენ.

დღის ამბები