პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის განცხადებით, ევროკავშირის დროში ჩამოხსნა ემთხვევა იმ გზავნილებს, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" და რუსეთს.
როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.
"საქართველოში ძალადობრივ ჯგუფებს, მათ შორის, ვინც 5 ივლისს იძალადა ადამიანებზე, ამ ჯგუფების მობილიზაცია ხდებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან და ეს საბოლოოდ დადასტურდა, რუსული კანონმდებლობის კენჭისყრით, რომლის შემდეგაც ისინი გაილაშქრეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
ევროკავშირის დროში ჩამოხსნა ემთხვევა იმ გზავნილებს, რომელიც ჰქონდა "ქართულ ოცნებას", გუშინ ღარიბაშვილს, დღეს კობახიძეს და ასევე, რომელიც აქვს კრემლს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის პროევროპული, ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უკვე მიიღო და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, მათ შორის ვერც ძალადობრივი ჯგუფები," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფი არის ხელისუფლების დამხმარე მექანიზმი, რომლითაც ცდილობენ ქვეყნის მართვას.
"მაინტერესებს ახლა თუ გაბედავს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, რომ დასვას კითხვა, საიდან იმართება ეს ჯგუფი, ვინ აფინანსებს მას და გაბედავს თუ არა ფარდის ახადოს, რომ მათ უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები- ამას ვერ ბედავს ხელისუფლება და იმ დაუსჯელობით, რომელიც მოჰყვა 5 ივლის, "ალტ-ინფოს" შეუქმნეს სასათბურე პირობები. რათა ეს ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფი არის ხელისუფლების გაგრძელება და საცეცი, რომლითაც ცდილობენ ხელისუფლების მართვას," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის: პარლამენტის წინ, სადაც პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები აქციას მართავენ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან, რუსთაველის გავლით, მსვლელობით მივიდნენ.