ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალური ოპოზიციის ნამდვილი სახე. "ნაცმოძრაობა" უდრის ძალადობას - ამბობს კობახიძე.
"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ 7-8 მარტს გამართული აქციების ორგანიზატორების მთავარი ინტერესი არეულობისა და რევოლუციის მოწყობაში მდგომარეობდა.
"იმ კანონს თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა, ჩვენ, "ხალხის ძალამ" ეს არაერთხელ ვთქვით იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი გამოჩნდა დამფინანსებელიც და დაფინანსების მიმღებიც, ვისაც ძალიან ეტკინა ეს კანონპროექტი, ვისაც ძალიან ეტკინა ფინანსური გამჭვირვალობა და ზოგადად, გამჭვირვალობა და საჯაროობა ვის შეიძლება, რომ ეტკინოს? პირს, ვისაც რამე აქვს დასამალი, რაღაც არამიზნობრივად გინდა, რომ დახარჯო, ეს იყო თავი და თავი, თუმცა ესეც არ არის მთავარი, მთავარი ვნახეთ ჩვენ უკვე და დადასტურდა კიდეც "ნაცმოძრაობის" მხრიდან.
რაღა უნდა ახლა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მათ შორის გულწრფელად აპროტესტებდა ამ კანონს, რომ ორგანიზატორების და რადიკალური პროცესების მომხრეების მხრიდან, საერთოდ არ იყო ინტერესი ამ კანონთან დაკავშირებით ეს რუსული იყო, ამერიკული თუ ქართული. მათი ინტერესი იყო არეულობა, რაც დადასტურდა მათი მხრიდან, რევოლუცია, პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლება, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა," - განაცხადა "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.