პოლიტიკური პატიმრები რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს- ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა სტრასბურგში რომლის ინიციატორიც ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი იყო.
ევროპარლამენტარების ნაწილმა თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და რუსეთში დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს. მათი თქმით, ვლადიმირ კარამურზა, ალექსეი გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი პუტინის მიერ იდევნებიან.
შეხვედრას ევროპელ კანონმდებლებთან ერთად მიხეილ სააკშვილის ოჯახის წვერები და ადვოკატიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპარალმეტს სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზეწოლის გაძლიერება სთხოვეს.
ღონისძიებაზე ითქვა, რომ პოლონელი ექიმების გუნდი საააკაშვილის სამკურნალოდ ჩამოსვლას გეგმავენ.
"ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრების დევნაზე. კონკრეტულად საუბარია ალექსეი გორიმოვზე, ვლადიმერ კარა მურზასა და მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც ორი ვადით მართავდა ქვეყანას და იყო რეფორმატორი, პოლიტიკური აქტივისტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლის საკითხი, ევროატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერება. 2021 წლის ოქტომბერში სამშობლოში დაბრუნებისას ის დააკავეს და 8 წელი მიუსაჯეს. ამ ფაქტმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. სააკაშვილი ახლა სიკვდილის ზღვარზეა, მან 120 დან 62 კილომდე დაიკლო წონაში," - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.
მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდინსკმა.
"ჩვენ ბევრი სხვა გზა გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში ზეწოლა გავაძლიეროთ. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, ჩემი გადმოსახედიდან არ იარსებებს რაიმე ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში. სანამ გვიანი არ იქნება, ეს მკაფიო გზავნილი ვფიქრობ საქართველოში ახლავე უნდა გავგზავნოთ," - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი.
შეხვედრას ევროპელ კანონმდებლებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წვერები და ადვოკატიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპარლამენტს სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ზეწოლის გაძლიერება სთხოვეს.
"უკრაინაში ცხოვრების ბოლო პერიოდში მამაჩემმა აქტიურად დაიწყო საქართველოში დაბრუნებაზე საუბარი. ბევრი ჩვენგანი იყო ამის წინააღმდეგი, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ვიცოდით, რა მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ დაკავების დიდი რისკი არსებობდა და ეს არ არის ის, რისი ნახვაც გვინდოდა. მაგრამ ბევრი საუბრის მიუხედავად, ის ძალიან მტკიცე იყო საკუთარი პრინციპული მიზეზების გამო. წელიწადნახევრის წინ მე, როგორც მისმა შვილმა, ნამდვილად დავიწყე მზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ დიახ, ის საქართველოში დაბრუნდება და შესაძლოა ციხეში მოხვდეს. ის არ იქნებოდა თავისუფალი, ჩვენ შევძლებდით მის იშვიათად მონახულებას. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ამისთვის მოვემზადეთ. სულ რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მამაჩემზე და მის საქმეზე და მისი გათავისუფლებაზე გააკეთა მოწოდება. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა მისი გათავისუფლება. ეს მოწოდებები სამთავრობო დონეზე ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა, ევროპარლამენტმა გააკეთა. ასევე მიიღეს რამდენიმე რეზოლუცია. ეს არის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ მამაჩემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რომ გამოსავალი არის მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. მას უფლება აქვს მიიღოს მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მოხდება, ან იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, და როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იქნება ამ ოთახში მყოფი ადამიანებისა და სხვების წყალობით, რომლებიც ამ ბრძოლაში გვეხმარებიან," - ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი.