15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ის რაც გასულ კვირას თბილისის ცენტრში ხდებოდა, ბაკურიანის გეგმის ნაწილია - 7-9 მარტის მოვლენებს მამრთველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" და მის რევანშისტულ გეგმებს უკავშირებს

მოვლენები, რომელიც გასულ კვირას "უცხოური გავლენის გენტების შესახებ" კანონპროექტს მოჰყვა, დღეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროცესებმა ოპოზიციის რადიკალური ხედვები საზოგადოებისთვის აშკარა კიდევ ერთხელ გახადა.

ირაკლი კობახიძის მოსაზრებას სრულად იზიარებს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი. "ხალხის ძალის" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონპროექტს პროტესტი ოპოზიციისგან მხოლოდ ერთი - რევოლუციური მიზეზით მოჰყვა.

ოპოზიცია, რომელიც კანონპროექტს დაინფიცირების დღიდან აპროტესტებს, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებებს პასუხისმგებლობის არიდებისა და სხვაზე გადაბრალების მცდელობას უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ შეცდომა ვერ აღიარა და ახლა, ყველანაირი გზით ცდილობს პროტესტის დისკრედიტაციას.

7-9 მარტის ჩათვლით საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მმართველმა პარტიამ ყურადღება სახალხო დამცველის - ლევან იოსელიანის მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვებაზეც გაამახვილა. პარტიაში ამბობენ, რომ პროტესტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ოპოზიციის, უფრო კონკრეტულად კი, "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე. "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ სწორედ ეს პარტია იყო ძალადობის წამხალისებელი, როგორც 2012 წლამდე პერიოდში, ასევე ახლაც.

პარლამენტთან საპროტესტო აქციები "ხალხის ძალის" ინიციატივას - "აგენტის გავლენის შესახებ" კანონპროექტს მოჰყვა. რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონის უკან გაიწვია.

დღის ამბები