15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
Politico-ს ცნობით, ევროკავშირი გეგმავს კანონის მომზადებას, რომელიც არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს დაფინანსების გასაჯაროებას მოსთხოვს - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რა იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე მუშაობის დაწყების მოტივი. შეფასებები გაწვეულ კანონზე კიდევ ერთხელ გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გაკეთდა. მედიასაშუალებამ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ისეთი კანონის მომზადებას, რომელიც არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს-ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსების გასაჯაროებას აიძულებს. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობა ჯერ საწყის ეტაპზეა. ცნობილია, რომ დოკუმენტს ამერიკული და ავსტრალიური კანონების შესაბამისად მოამზადებენ. სტატიაში ნახსენებია საქართველოც და კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა არასათანადო დროს დაიწყო, რადგან მსგავსი პროექტი ქართველმა ხალხმა უარყო.

"ხალხის ძალაში" არ უკვირთ, რომ ევროკავშირი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის წევრებს კითხვა აქვთ - ხომ არ გახდება მსგავს პროექტზე უარის თქმა საქართველოსთვის დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტში ინიციირებული პროექტის განხილვასაც კი ამბობენ, რომ ევროკავშირის შემთხვევა საქართველოსთვის მაგალითი ვერ იქნება. განსხვავება კი ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ის არის, რომ ევროგაერთიანება მსგავსი კანონის მიღებით მტრული ქვეყნებიდან გავლენებს შეეწინააღმდეგება.

ევროგაერთიანების ინიციატივას 10-ზე მეტი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება. მათ საერთო წერილი რამდენიმე ხნის წინ მოამზადეს და განაცხადეს, რომ არასათანადო საგარეო ჩარევამ და გავლენამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიაღწიოს მიზნებს, თუ ისინი ევროკავშირში ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვდებიან. თემაზე დისკუსიის დაწყებას ადასტურებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორიც, თუმცა ამბობს რომ ინიციატივა ლობიზმის შესახებაა და არა არასამთავრობოებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში კანონპროექტით გამოწვეულ ვნებათაღელვას საუკუნის პიარ თაღლითობა უწოდა დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და თქვა, რომ მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო.

"უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას ევროკავშირი მაისის ბოლოსთვის გეგმავს. სავარაუდოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ფორმულირებით ჩამოყალიბდება ახალი კანონი

დღის ამბები