ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
დაკავებულის ადვოკატი ექსპერტიზის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ესებუა 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში ბანკზე მომხდარ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.
ბრალდებულს ტერორისტული აქტის მოწყობასა და ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას ედავებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.