პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და "საქართველოს უნივერსიტეტის" სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.
როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, "ქართული ოცნებას სტუდენტებსა და ამ უნივერსიტეტებზე შურისძიება სურს.
"საქართველოს უნივერსიტეტზე" და "თავისუფალ უნივერსიტეტზე" თავდასხმით, "ქართული ოცნება" ცდილობს კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს,"-აცხადებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.