ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის საქართველოში დაკავებული ირანის მოქალაქე, დანაშაულს არ აღიარებს.
უკვე იმსჯელეს აღკვეთის ღონისძიებაზე და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც დაკავებილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატი დღეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
"ის დანაშაულს არ აღიარებს, ამხელა ქონების დაგროვება ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ირანში შესაძ;ებლობები და ირანში ქონების ნაწილი, შენახული აქვს საქართველოში, რადგანაც მისთვის საქართველო ბიზნესის კუთხოთ საინტერესო ქვეყანაა. სოწრედ ამიტომ, დაგეგმილი ჰქნდა ამ კუთხით, ბიზნესსაქმიანობა განეხორციელებინა,"- აცხადებს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა - ფულის გათეთრების ფაქტზე დაკავებულია ირანის მოქალაქე.
გამოძიების ინფორმაციით, მან დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. კერძოდ, საქართველოში ფარულად შემოჰქონდა თანხა და სხვადასხვა პირის სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა.
ამ ეტაპზე დაყადაღდა დაკავებულის მილიონ ნახევარზე მეტი დოლარი, ასი ათასზე მეტი ლარი, წყნეთის აგარაკი და ორი ბინა თბილისში.